მიმდინარე
წლის
29
მაისს
13:00
საათზე ,
ქ.
თბილისში,
ვახტანგ
გორგასლის 1(მეიდანი)
არასამთავრობო
ორგანიზაციის "
ქართველ
სომეხთა
კავშირის"
ორგანიზებით
ჩატარდა
საიათ-ნოვასადმი
მიძღვნილი
ტრადიციული
სახალხო
დღეობა "ვარდატონი
2022"(ვარდობა).
ღონისძიებას
ესწრებოდნენ
ქ. თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოში სომხეთის საელჩოს
პირველი მდივანი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს და სომხეთის მწერალთა
კავშირის თავმჯდომარეები, გაზეთ „ვრასტან“-ის მთავარი რედაქტორი და
სხვები.
ღონისძიებაში
აქტიური
მონაწილეობა
მიიღეს
ერევნის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
შარლ
აზნავურის
სახლობის
კულტურის
ცენტრის
საცეკვავო
და ვოკალური
ანსამბლი „საიათ-ნოვა“,
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს
ეპარქიის ცენტრი „ჰაიარტუნი“,თბილისის პეტროს
ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი გენრიხ
პეტროსიანი,
საცეკვაო ანსამბლები
„ვანქი“,“ მუში“,
„ჯეირანი“,
„ახალციხე“,
მომღერალი ელდარ შოშიტაშვილი
და ნინა კარაპეტიანი, ასევე
სომხეთის
რადიოს
სახელმწიფო
ანსამბლი
"
საიათ -
ნოვა"
(სამხატვრო
ხელმძღვანელი
თოვმას
პოღოსიანი).
ღონისძიება
გაიმართა
ქალაქ
თბილისის
მერიის,
სომხეთის კულტურის სამინისტროს,
ქ.
თბილისის
„პეტროს
ადამიანის
სახელობის
სომხური
სახელმწიფო
დრამატული
თეატრის“
და
საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის
მხარდაჭერით.







4 ოქტომბერს საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი ოფლაინ რეჟიმში დაიწყო. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ა.ა.ი.პ. „ქართველ სომეხთა კავშირმა“ თბილისის სომხური საჯარო სკოლების პირველ და მეორეკლასელებს საკანცლარიო ნივთები გადასცა. ყველას ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ შემოქმედებით, მრავალფეროვან, საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს!



1 ოქტომბერს ააიპ "ქართველ სომეხთა კავშირის" ინიციატივით მარნეულის მუნიციპალიტეტის "წითელსოფლის სათემო ინიციატივის" წევრებისათვის გაიმართა გაცნობითი ხასიათის და საინფორმაციო შეხვედრა ქალთა ჯანმრთელობის და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის თემაზე.


ქართველ სომეხთა კავშირი
შემოგვიერთდით facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
ვალუტა







